საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (BGEOLN) დაიხურა 5.7%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 101.6 (-0.2% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 99.8 (-0.5% წინა კვირასთან შედარებით), 11.1%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 104.7 (-0.8% წინა კვირასთან შედარებით), 5.4%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 109.4 ფასად (-0.7% წინა კვირასთან შედარებით), 5.6%-იანი შემოსავლიანობით,
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 111.4 (-0.4% წინა კვირასთან შედარებით), 3.6%-იანი შემოსავლიანობით.