არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' განცხადებით, ახალი კანონპროექტით იცვლება მაუწყებლის მთავარი დანიშნულება - იყოს საზოგადოებრივი და ის უფრო კომერციული ხდება.
მათივე შეფასებით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოებაც, რატომ დაჭირდა მსგავსი ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს.
"ძირითადი პრეტენზიები ეხება იმას, რომ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხდება უფრო გაუმჭვირვალე ორგანიზაცია. ბევრი კითხვა გვაქვს თუ რისთვის დაჭირდა საზოგადოებრივ მაუწყებელს აღნიშნული ცვლილებები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები ეხება რეკლამის და სპონსორობის შესახებ ცვლილებებს, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედია პროექტების კოორდინატორმა, ნინო რობაქიძემ.