ჰამბურგში ანტიგლობალისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 500-მდე პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ოპერატიული სამსახურის უფროსმა ჰარტმუტ დუდემ განაცხადა. ანტიგლობალისტებმა დიდი ოცეულის სამიტი გააპროტესტეს, რომელიც ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართა. აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სავაჭრო დაწესებულებები დაარბიეს და ავტომანქანები დაწვეს.