მაშველებმა შატილის ხეობაში დაკარგული ტურისტები გადაარჩინეს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მათ გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.
აღნიშნულის შესახებ 112-ში შევიდა შეტყობინება. სამძებრო სამუშაოებისას უცხოელთა 17-კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახრუთან ერთად, სამძებრო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტფმფრენიც ჩაერთო. მოხდა დაკარგულ მოგზაურებთან კავშირის აღდგენა და საბოლოოდ 17-ივე ტურისტი თბილისში გადმოიყვანეს.
ამასთანავე, შატილში მაშველებმა შეძლეს უამინდობისას დაკარგული კიდევ 4 უცხოელი მოგზაური ადგილმდებარეობის დადგენა. მოხდა მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
სულ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფერენებმა შატილის ხეობიდან გუშინ 80-მდე ტურისტი ბარისახოში გადაიყვანეს