ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავი– წითელი ხიდის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ვაზ 21-06 მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ავტომობილში მსხდომმა 2 მა მგზავრმა, რომლებიც სასწრაფო დამხრაების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.ავტომობილს სარეალიზაციოდ ატამი გადაჰქონდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.