აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,3 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 502.9 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 3,7 მლნ ბარელით და შეადგინა 237,3 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,9 მლნ ბარელით და შეადგინა 150,4 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.