თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ცენტრალურ ტრასაზე, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ტროტუარზე "ავარდა" და მეორე მხარეს გადავიდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანის წინა მხარე დალეწილია, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.