მიმდინარე წლის ექვს თვეში აჭარაში 61.,3 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანაკლოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 17 %-ით მეტია.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, იანვარ-ივნისში განხორციელებული ინვესტიციებიდან, 42,7 მლნ. დოლარი უცხოური ინვესტიციებზე მოდის.
სამინისტროს ინფორმაციით, ნახევარი წლის განმავლობაში რეგიონში შემოსული ინვესტიციებიდან, 41,1 მლნ დოლარი პრივატიზებულ ობიექტებში ჩადებული ინვესტიციებია.
სტატისტიკური მონაცამების მიხედვით, წელსაც გასული წლების მსგავსად ინვესტორებისათვის რეგიონში მიმზიდეველი მაინც ტურიზმია, სადაც ექვს თვეში 29,8 მლნ დოლარია ჩადებული. ტურიზმის შემდეგ რეგიონში ინვესტორებისათვის მიმზიდველი სამშენებლო სექტორია, სადაცვ ექვს თვეში უკვე 24,3 მლნ დოლარია ინვესტირებული.