7 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3966 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3969 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7352 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7253 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.99 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.6596 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.0897 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 ივლისიდან შევა ძალაში.