შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს: ზაზა მიქელთაძე, გელა შანიძე, სოსო ზაქარეიშვილი, გიორგი ნიკოლეიშვილი, დავით კიკვაძე, ვასილ კრავეიშვილი და ოთარ საღარეიშვილი, რომლებიც სამართალდამცავების განცხადებით, მოქალაქეებისათვის ცნობილი იყვნენ, როგორც ე.წ ''მაზავშიკები.'' სამართალდამაცავების ინფორმაციით, აღნიშული პირები 2010 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის სხვადასხვა თამაშებზე, უკანონო ფულად გარიგებებს ეწეოდნენ მოქალაქეებთან.
ეჭვმიტანილების საცხოვრებელი ბინების, საკუთარი ავტომანქანების და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების ე.წ "მაზები". თანხის რაოდენობამ მთლიანობაში შეადგენს 7193 ა.შ.შ დოლარს და 9708 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით.