ბათუმში თანამედროვე ტიპის სასტუმრო კომპლექსის „თვინს თაუერსის“ მშენებლობა დაიწყო.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით აჭარაში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. სიმბოლური კაფსულა საძირკველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან ალი საიიდ სულაიმან ალსალამთან ერთად ჩადო.

მშენებლობის პროცესში დაახლოებით 400 ადამიანი, ხოლო სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 150 მოქალაქე დასაქმდება. სასტუმრო კომპლექსი 72,000-ზე მეტ კვ.მ. ტერიტორიაზე შენდება. პროექტი ორ ოცდარვასართულიანი და ერთი ოცსართულიანი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.

კომპლექსში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე შიდა და გარე ავტოსადგომი განთავსდება. პროექტი 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

კომპანია „გრინვალი“ 2004 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაარსდა. კომპანია საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობა. „გრინვალი“-ს დღემდე ასობით მილიონის ღირებულების პროექტი უკვე განხორციელებული აქვს.