8 ივლისს, ბათუმში არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს. სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ და სილამაზის სამყაროში გამოგზაურებენ!
არტ ფესტივალი გთავაზობთ:
- ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას;
- ხატვის და ცეკვის მასტერ-კლასებს;
- იოგას სუფთა ჰაერზე;
- მხატვრების და ფოტოგრაფების გამოფენას;
- არტ-ობიექტების და გრაფიტის შექმნას;
- ბავშთა ზონას სპორტული და სახალისო აქტივობებით;
- ფუდ-ზონას ( ალკოჰოლის და ხორც-პროდუქტების გარეშე) ;
- “მერაბის” ცხოველთა თავშესაფარის ზონას;
- ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ ;
- წარმოდგენილი იქნება Fire Show ,მუსიკალური ჯგუფები, DJ ;
დასწრება და მონაწილეობა უფასოა!