ივნისში მგზავრთნაკადი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 59%-ით (60912) გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის, სანკტპეტერბურგის, დუბაის, ვარშავას, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით დაემატა.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, აქ ივნისში მგზავრთა 48%-იანი ზრდა დაფიქსირდა. "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ივნისში აეროპორტი სულ 281 ათას 647 მგზავრს მოემსახურა.