1.ვაკანსიის დასახელება: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი;
2. შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (შემდგომში სტუ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთა (შემდგომში სტუდენტი) მხარდაჭერა სტუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების დროს, ოჯახში/პანსიონში ცხოვრებისას და/ან საწარმოო პრაქტიკის განხორციელებისას:
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების (მობილობის, კომუნიკაციის, თვითმოვლის უნარები) შეფასება;
– სტუ-ისა და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის ფიზიკური გარემოს შეფასება, საჭირო ცვლილებების გეგმის შემუშავება;
– სტუ-ისა და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის ფიზიკური გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
– სამუშაო და სასწავლო მასალის ადაპტირება სტუდენტის სასწავლო და თვითმოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
– კომპლექსური ადაპტაციების საჭიროების შემთხვევაში სტუ-ის ადმინისტრაციის წინაშე რეკომენდაციების წარდგენა;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციაში დამოუკიდებლად ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან ერთად;
– განსაზღვრული მიზნების მიმართულებით ინტერვენციის განხორციელება: შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა უნარების გავარჯიშება საგანმანათლებლო გარემოში ადაპტირების მიზნით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა-გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში;
– სტუ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის და სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული (დავალებული) აქტივობების განხორციელება;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა მულტიდისციპლინური (სტუ-ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებელთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) გუნდური მიდგომით თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით.
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა შეფასების, განხორციელებული ინტერვენციის და მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება;
– ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის განსაზღვრული სხვა აქტივობების განხორციელება.
შენიშვნა:
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
პასუხისმგებლობის საზღვრები
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ანგარიშვალდებულია სტუ-ის ადმინისტრაციასთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოსთან;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ვალდებულია შეათანხმოს ყველა გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოსთან;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ვალდებულია წარუდგინოს ყოველთვიური ანგარიში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სასურველი პროფესია: ფსიქოლოგი, სპეც. მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი, სოც. მუშაკი;
- სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების, ფიზიკური მედიცინისა დაFრეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ დარგში;
- სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არაუმცირეს ორწლიანი გამოცდილება სოც. უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, განათლების ან ინკლუზიური განათლების სფეროში.
- მინიმალური კომპეტენცია
ცოდნა
საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“, ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია’’ (პროფესიული განათლების შუალედური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა), „ეროვნული სასწავლო გეგმა 2011–2016“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“.
- სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა
- სხვა სპეციალური მოთხოვნები
– საჯარო სკოლებში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დღის ცენტრებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნქციური უნარების შეფასების კომპეტენცია;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და განხორციელების კომპეტენცია;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის და/ან სწავლების კომპეტენცია.
უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების საქმეში;
– აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
- წარმოსადგენი დოკუმენტაცია
– ავტობიოგრაფია;
– სამოტივაციო წერილი;
– სარეკომენდაციო წერილი წინარე დასაქმების ადგილიდან;
– პირადობის მოწმობის ასლი;
– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები);
– კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ასლები).
- საბუთების მიღება და ვადები
- კონკურსში მონაწილეთა განცხადების მიღება დაიწყება 2017 წლის 10 ივლისიდან და დასრულდება 2017 წლის 18 ივლისს, 17:00 საათზე. საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მის.: კოსტავას ქ. №77. მე-2 სართული, ოთახი №241, კანცელარია, ტელ.: 2 36 52 03), 10 საათიდან 17 საათამდე.
საკონტაქტო პირები: დარეჯან მეფარიშვილი (ტელ.: 577 404 008); თამარ კობერიძე (ტელ.: 555 535 282).