ავიაკომპანია flydubai-მ საკუთარი ეკიპაჟის წევრებისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა, რომლითაც სამომავლოდ Boeing 737 MAX 8-ის პილოტებსა და ეკიპაჟის სხვა წევრებს შემოსავს.
ეს სპეცტანსაცმელის დიზაინის პირველი ცვლილებაა 2009 წლის 1-ელი ივნისიდან, ანუ მას შემდეგ რაც ავიაგადამზიდავმა ფრენები დაიწყო.
თუ კი დღეს flydubai-ს პილოტებს თეთრი პერანგი და შავი შარვალი აცვიათ, ახალი დიზაინით შავი შარვალის ფერი ლურჯით შეიცვლება, რომელიც ყავისფერი ქამრით იქნება შეკრული.
რაც შეეხება ბორტგამყოლებს, ისინი მუქი ლურჯი მაისურებით იქნებიან შემოსილნი, ხოლო პიჯაკები კი - ღია ლურჯ ტონალობაში იქნება.