ლილოში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტროში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.