5 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში (ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკი) მოეწყობა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელი მთარგმნელი ოქტაი კაზუმოვი (აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი აქვს ქართველი კლასიკოსების არაერთი ნაწარმოები) და სომეხი პოეტი არმენ არუთინოვი (წერს ლექსებს ქართულ ენაზე). ასევე მოეწყობა ბერძენი ხელოვანის, მეგი დიდებულიძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციების წარმომადგენლები, დასწრება თავისუფალია.
თბილისის მედიათეკების გაერთიანება უერთდება, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის 2017-2020 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერისა და ინტეგრაციის პროცესს. ამასთან დაკავშირებით „თბილისის მედიათეკა“ გეგმავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერიას, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვას და საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობას.