2017 წლის 1-ელ ივლისს ევროპულ ჯგუფ Airbus-ში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა. ეს იმ ფონზე როდესაც რეორგანიზაციის დასრულება გასული წლის სექტემბერში იყო დაანონსებული.
როგორც უცხოური მედია წერს, Airbus-ის შვილობილი Airbus Commercial Aircraft-ი, რომელიც კომერციული თვითმფრინავების წარმოებაზეა პასუხისმგებელი Airbus Group-თან ინტეგრირდა, რომელიც მთლიანი ჯგუფის მმართველს წარმოადგენს.
ცვლილებები განხორციელდა ტოპ-მენეჯერების დონეზეც. ახალი Airbus-ის გენერალურ დირექტორად ტომ ენდერსი დაინიშნა, რომელიც აქამდე Airbus Group-ის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. Airbus-ის მმართველი დირექტორი და Airbus Commercial Aircraft -ის პრეზიდენტი გახდა ფაბრის ბრეჟე.