ავიაკომპანია Wizz Air--ის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.
ასევე, რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.
ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.
„აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.
სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით», აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.