ევროკომისიის პრეზიდენტმა მორიგი სკანდალი მოაწყო. ჟან კლოდ იუნკერი ევროპარლამენტის ცარიელმა დარბაზმა გააღიზიანა, რომელშიც თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის პრემიერი ბოლო საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა. იუნკერმა ევროპარლამენტს სასაცილო უწოდა. „მისასალმებელია იმ ხალხის ძალისხმევა, ვინც მოსვლა არ დაიზარა, მაგრამ აქ სულ 30 დეპუტატი იმყოფება და ეს დებატებიც სასაცილოა. მალტის პრემიერის ნაცვლად მაკრონი ან მერკელი რომ გამოდიოდნენ, ალბათ სრული ანშლაგი იქნებოდა,“-განაცხადა იუნკერმა. ევროკომისიის თავმჯდომარეს კორექტულობისკენ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ მოუწოდა.