ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ტერიტორიაზე, მაღაზიებში არსებული არსებული ნივთები მთლიანად დამწვარია, - ამის შესახებ ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ინგა გუჯაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მის მაღაზიაში ყველაფერი დამწვარია და ზარალი დაახლოებით 300 000 ლარს აღწევს.
მისივე თქმით, ავტოაქსესუარებით და საღებავებით ვაჭრობდა, რაც დაზღვეული არ ჰქონია.
ინგა გუჯაბიძის თქმით, პირველ სექტორში, სადაც მისი მაღაზია მდებარეობდა, კიდევ 6 მაღაზიაა დამწვარი.