ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები მაღაზიებში შეუშვეს.
თავდაპირველად მაღაზიებში არსებულ ვითარებას მე-4 სექტორის მოვაჭრეები გაეცნობიან. შემდეგ კი, დაზარალებულებს ეტაპობრივად შეიყვანენ.
ტერიტორიაზე იმყოფება ობიექტის დირექტორი, რომელიც დაზარალებულებთან ერთად სიტუაციას შეისწავლის. ამის შემდეგ დედაქალაქის მერიაში შეხვედრას გამართავს და დაიგეგმება, რა ღონისძიებები გატარდება და ვის აუნაზღაურებენ ზარალს.
შეგახსენებთმ, რომ ელიავას ბაზრობას 2 ივლისს, ღამის 9 საათზე ცეცხლი გაუჩნდა. გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.