3 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4036 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7302 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.06 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6773 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1114 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 ივლისიდან შევა ძალაში.