აჭარაში გიდების გადამზადება დასრულდა. 60-მა გიდმა თეორიული და პრატიკული ტრენინგები მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარეს. ბოლო პრაქტიკული სწავლება გიდებს მაღამთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურისტულ მარშრუტებზე ჩაუტარდათ.
ტრენინგის მონაწილეებმა კინტრიშის ეროვნული ნაკრძალისა და სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტებით ისარგებლეს, სადაც ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და იქ არსებულ სერვისებს გაეცნენ.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში დამწყებ და მოქმედ გიდებს ტრენინგები შემდეგი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ.
- მაჭახელას მარშრუტი, მაჭახელას დაცული ტერიტორია
- ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი
- მაღალმთიანი აჭარა (ჩირუხი, სხალთა - ხიხანი, გოდერძი, მწვანე ტბის მარშრუტი)
- დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება ( სახალვაშო- შუამთა )
თეორიული და პრაქტიკული კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა.