მორიგი თავდასხმა ნიგერში. ისლამისტები თავს სოფელ ნგალევს დაესხნენ, რომელიც ნიგერიის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. თავდამსხმელებმა 30-მდე ადამიანი გაიტაცეს. მომხდარზე პასუხისმგებლობას ნიგერის ხელისუფლება „ბოკო ჰარამის“ ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.