საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ წარადგინა. მიქაუტაძემ მშენიერაძე სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიათა თავმჯდომარედაც წარადგინა.
მშვენიერაძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრია, იგი მოსამართლეებმა 2 დღის წინ აირჩიეს.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის საჭოს მდივნად აირჩიეს. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.