ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში „ჯი-პი-აი“ ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი დიმიტრი ძირტკბილაშვილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდება.
როგორც ძირტკბილაშვილი „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბარში ამბობს, ამ მომენტისათვის მის კომპანიას ათმა დაზარალებულმა მეწარმემ მიმართა.
„ველოდებით კიდევ ადამიანებს, იქიდან გამომდინაერე რომ ობიექტი დიდია. ზარალის ოდენობის დასახელება გამიჭირდება, რადგან საგომოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის დასრულების შემდეგ, ჩვენ შევალთ და დავიწყებთ ზარალის დათვლას. ანაზღაურებაც ზარალის შესაბამისად მოხდება“, - განაცხადა ძირტკბილაშვილმა.
დაზარალებულები ამ მომენტისათვის კომენტარის გაკეთბისაგან თავს იკავებენ. ისინი შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის დასრულებას ელოდებიან.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენ“-ს დაზარალებულმა მეწარმეებმა განუცხადეს, მათ ამ ეტაპისათვის უჭირთ იმის თქმა, თუ რა რაოდენობის ზარალი მაიდგა მათ, რადგან ხანძრის შემდეგ სამართალდამცავები მათ შენობაში არ უშვებენ.
მათივე თქმით, მეწარმეების უმეტესობას ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ.
პირად საუბრებში ისინი ამბობენ, რომ საშუალოდ თითოეულ მეწარმეს 100-300 ათასი ლარის ოდენობით საქონელი ჰქონდათ.
შეგახსენებთმ, რომ ელიავას ბაზრობას 2 ივლისს, ღამის 9 საათზე ცეცხლი გაუჩნდა. გამძიება სისხლის სამართლის კდოექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.