შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში აბიტურიენტთა 3% არ გამოცხადდა.
მიმინოშვილის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესს ხუთი აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოეთიშა. ორი თელავში, ორი თბილისში და ერთი ბათუმში.
მეორე ნაკადის გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი 15:00 საათზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.
სტუდენტობისთვის, 39 000-მდე აბიტურიენტი იბრძოლებს.
საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.