ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ხელოვნურადაა გაჩენილი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
„დაშავებული არის ერთი ადამიანი და საავადმყოფოშია გადაყვანილი,“ - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე.
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 2500 კვ.მ-ზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 24 სამაშველო მანქანა და 250 მაშველი-მეხანძრე.