ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება.
წელს სულ 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
გამოცდები 27 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
განრიგი კი ასეთია:
3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად, გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით:
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე;
მეტრო „ვარკეთილიდან“ №117 სკოლამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.
ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.