სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დალოცვის ცერემონია სამების საკათადრო ტაძარში, წირვის შემდეგ შესრულდება.
„2 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.