კანადაში მთავარი ეროვნული დღესასწაული იზეიმეს. ოტავას ცენტრალურ მოედანზე 25 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ბრიტანეთმა კანადას 1867 წელს დომინიონის სტატუსი მიანიჭა, რითაც კანადა ფაქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კანადამ 1982 წელს დაასრულა, როდესაც ბრიტანეთმა კანადას უფლება მისცა კონსტიტუცია დამოუკიდებლად შეეცვალა.