სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპის აქტივობას გამოცემა The New York Post-მა სამსიტყვიანი სტატია მიუძვნა: „გაჩერდი, უბრალოდ გაჩერდი!“
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრიტიკით განაწყენებულმა თეთრი სახლის ლიდერმა MSNBC-ის გადაცემის Morning Joe-ს წამყვანებს მიკ ბზეჟინსკის და ჯო სკარბოროს შეურაცხყოფა მიაყენა. ტრამპმა ბზეჟინსკის „დაბალი IQ-ს მქონე გიჟი“ უწოდა, სკარბორო კი „ფსიქოპატად“ მოიხსენია. ტრამპმა ჟურნალისტებთან გასულ წელს ფლორიდის რეზიდენციაში გამართული შეხვედრაც გაიხსენა, რომელსაც ბზეჟინსკიც ესწრებოდა: „როცა ის ბოლოს ვნახე,სახის პლასტიკური ოპერაციის გამო ძლიერი სისხლდენა ჰქონდა.“ შეურაცხმყოფელი ტვიტერ-პოსტების გამო ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს.