გლდანის რაიონის გამგეობა გლდანის მე-7 მ/რ-ის 23-ე კორპუსთან, სარეკრეაციო ზონაში მდებარე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟს ადგილობრივებთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტი.