მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გოდერძი-მწვანე ტბის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა დაათვალიერა. 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარატამენტმა განახორციელა.
რამაზ ბოლქვაძე მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მინისტრს შპს „გოდერძი რიზორტსის“ დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ გააცნო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს ახორციელებს.
მიმდინარე წელს პროექტირების პროცესი დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
პროექტის მიხედვით ტერიტორია კეთილმოეწყობა, წყლის სისტემა მოეწყობა, სანაგვე ურნები და მოსასვენებელი ადგილები განთავსდება. პროექტი 2018 წელს დასრულდება