30 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4072 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7408 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7444 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6831 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1170 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ივლისიდან შევა ძალაში.