მოსკოვი უძლიერესი ქარიშხლის მოლოდინშია. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მოსახლეობა აღნიშნულის შესახებ უკვე გააფრთხილა.
რუსეთის დედაქალაქში უკვე ძლიერი წვიმა ფიქსირდება, რომელმაც მთავარ აეროპორტებში უკვე პრობლემები შექმნა. დატბორილია შერემეტიევოს აეროპორტი, ხოლო დომოდედოვოს აეროპორტში თვითმფრინავებს დაჯდომა უჭირთ.
მეტეოროლოგები ამბობენ, რომ მოსაალოდნელი სტიქია, შესაძლებელია ბოლო 50 წლის განმავლობაში უძლერესი იყოს.