ბაქო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ხიკმეტ ჯაჯიევმა განაცხადა. მანამდე სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედვარდ ნალბანდიანმა აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვთან შეხვედრა არ გამორიცხა.