მიგრანტების ნაწილი, რომლებიც რამდენიმე თვის წინ საგანგებოდ მოწყობილ ცენტრებში გაანაწილეს, ისევ კალეში დაბრუნდა. მიგრანტების თქმით, საფრანეგთის ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა და თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ მათთვის თავშესაფრის მიცემის ოფიციალური პროცედურა არ დაუწყია. კალეში ე.წ. ჯუნგლების დემონტაჟი რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, თუმცა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე 600-მდე არალეგალი იმყოფება.