თბილისში, ნუცუბიბიძის ქუჩის 127-ის მცხოვრებლები სამშენებლო კომპანია "სვეტს" უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ "სვეტი" აშენებს საცხოვრებელ კომპლექსს, სადაც 8 თვრამეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. მათი განცხადებით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა და განაშენიანების გეგმა არ აქვთ.
მოსახლეობა მათ კურპუსთან მდებარე გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობას აპროტესტებს და ამბობენ, რომ გზა ზიანდება. მათივე ინფორმაციით, ის ხეები, რომლის მოჭრასაც მშენებლები გეგმავენ, დანომრილი აქვთ.