უკრაინაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები გეგმის მიხედვით, 2019 წელს გაიმართევბა. „არჩევნები მალე არ იქნება. საარჩევნო სეზონი დაიწყება 2019 წელს. ამიტომ, გირჩევთ, ნაადრევად თავს ნუ შეიწუხებთ,“-აღნიშნა პოროშენკომ.