ლას-ვეგასის საავადმყოფოში პაციენტმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ Las Vegas Review-Journal იტყობინება. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, პაციენტმა ურიგოდ მიღება ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს. ამის შემდეგ მან მედიკოსებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტისას ოთახში 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 2 მათგანი მძიმედ დაიჭრა, თუმცა დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 2-მა მედიკოსმა კი სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.