ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფიდან 6 წელი გავიდა. ბირთვული ელექტროსადგურის ოპერატორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელები კი მათ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვაზე სასამართლოს წინაშე პირველად წარდგნენ. ფუკუშიმას პრეფექტურის მცხოვრებლებმა „ტეპკოს“ მენეჯმენტი პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობასა და დაუდევრობაში დაადანაშაულეს. კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ორი ვიცე-პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფენ. 2011 წლის მარტში მომხდარ ძლიერ მიწისვძრას ცუნამი და ბირთვული ელექტროსადგურის კოლაფსი მოყვა, რამაც 160 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სახლები მიეტოვებინა. სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოიტანს.