ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირიაში განხორციელებული ქიიური თავდასხმის უკან დამასკო იდგა. ბორის ჯონსონის თქმით, ყველა მტკიცებულება ამაზე მიუთითებს. ასადის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობენ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანზიაციაშიც, რომლის შტაბბინაც ჰააგაშია განთავსებული. სირიის სამოქალაქო ომის ისტორიაში ყველაზე სასტიკ ოპერაციად იდლიბის პროვინციაში ქალაქ ხან შეიხუნზე 4 აპრილს განხორციელებული თავდასხმა მიიჩნევა. გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიებით, დადასტურდა, რომ სირიის მთავრობამ ქლორინის გაზი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 2014 და 2015 წლებშიც გამოიყენა, რასაც „ისლამურმა სახელმწიფოს“ მიერ „მდგოვის გაზის“ სახელით ცნობილი იპრიტის გამოყენებაც დაემატა.