ერაყის ქალაქ მოსულისთვის ბრძოლა ფინალურ ეტაპზე გადავიდა. არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დერეფნების ორგანიზება დაიწყო. ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების თქმით, ქალაქში 50 ათასამდე მოქალაქე რჩება. „ისლამური სახელმწიფო“ მათ ცოცხალ ფარად იყენებდა.