ავტოკატასტროფა რუმინეთში. ქალაქ დამბოვიშოართან სამხედრო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა. ინციდენტს 3 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.