რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ის შვილობილი, „ლოუკოსტერი“ Pobeda მწეველი მგზავრების მიმართ, არსებულ ნორმებს ამკაცრებს.
უკვე ცნობილია, რომ მწეველი მგზავრის გამო Pobeda იძულებით დაჯდომას განახორციელებს. ამიერიდან მოწევის დაფიქსირებისთანვე ავიაკომპანია თვითმფრინავს უახლოეს აეროპორტში დასვავს და მწეველ მგზავრს პოლიციის თანხლებით ბორტიდან ჩაიყვანს. ასევე ყველა ხარჯი, რაც თვითმფრინავის აეროპორტში დაშვებისთვის იქნება საჭირო, კანონდამრღვევი მგზავრის გადასახდელი იქნება.