ირანის ტელევიზიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაღუპვის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნა. IRIB-ის ვებ-გვერდზე სულ 4 ფოტო გამოქვეყნდა. 2 მათგანი აბუ ბაქრ ალ ბაღდადის სიცოხლეშია გადაღებული, 2 ფოტოზე კი, როგორც ირანული ტელევიზია ირწმუნება, ლიკვიდირებული ისლამისტთა ლიდერია ასახული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-ბაღდადი 28 მაისს რაქაში რუსული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა, მოსკოვმა ივნისის დასაწყისში გაავრცელა, თუმცა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული დღემდე არ არის.