მორიგი ინციდენტი საფრანგეთში. გამოცემა Parisien-ის ინფორმაციით, პარიზის სიახლოვეს მდებარე ქალაქ კრეტეის მეჩეთთან ავტომანქანამ ფეხით მოსიარულეთა მასაში შეჭრა სცადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა გაქცევა შეძლო, თუმცა პოლიციამ ის სახლში დააპატიმრა. დაკავებული სავარაუდოდ სომხეთის მოქალაქეა და ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. ჩვენებაში მან განაცხადა, რომ „ბატაკლანისა და ელისეს ტერაქტების გამო შურისძიება სურდა.“პოლიციას მომხდარისთვის ტერაქტის მცდელობის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუცია.