ევროპის მაუწყებელთა კავშირმაუკრაინის ეროვნული ტელერადიოკომპანია დააჯარიმა. ამის მიზეზი ევროვიზიის კონკურსზე რუსი კონკურსანტის, იულია სამოილოვას არდაშვება გახდა. როგორც ევროვიზიის ორგანიზატორები განმარტავენ, ამით კონკურსის იმიჯი შეილახა, რის გამოც უკრაინამ პასუხი უნდა აგოს. რა თანხის გადახდა მოუწევს უკრაინულ მხარეს, ჯერჯერობით უცნობია. ევროვიზია 2017 კიევში მაისში ჩატარდა. რუს კონკურსანტს უარი იმის გამო უთხრეს, რომ მას ანექსირებულ ყირიმში კონცერტები ჰქონდა ჩატარებული.